მადრიდის "რეალში" გადასვლის სურვილი კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გამოთქვა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ტრანსფერები 16-სექ, 10:139 GioToServe 3384 0






მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გამოთქვა სურვილი ამჟამინდელი კლუბის დატოვების შესახებ და სურს მადრიდის "რეალში" ითამაშოს.

როგორც "AS" იუწყება, პოლონელმა საკუთარ აგენტებს უკვე შეატყობინა აღნიშნული სურვილის შესახებ, მას ზინედინ ზიდანთან ერთად სურს მუშაობა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკი ესპანური კლუბისათვის არ წარმოადგენს დიდი ინტერესის სფეროს, რადგან მადრიდის "რეალი" ნაკლებადაა დაინტერესებული შედარებით ასაკოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებით, რობერტს კი მომავალ წელს 30 წელი უსრულდება. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამეფო კლუბი უარს ეტყვის პოლონელს.

2014 წელს ლევანდოვსკი "ბორუსიიდან" გადავიდა მიუნხენის "ბაიერნში" როგორც თავისუფალი აგენტი.

მადრიდის "რეალში" გადასვლის სურვილი კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გამოთქვა


გასულ სეზონში 29 წლის "ფორვარდმა" 33 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და 30 გოლიც გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან 5 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა საერთო ჯამში ყველა ტურნირის ფარგლებში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018