Image

"სოსიედადის" წინააღმდეგ მადრიდის "რეალს" 6 ფეხბურთელი დააკლდება

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 16-სექ, 15:569 GioToServe 2920


ცნობილია ის მოთამაშეები, ვინც ვერ დაეხმარება მადრიდის "რეალს" "სოსიედადთან" დაპირისპირებისას.

"არ ვრისკავთ" - ასე შეაფასა არსებული ვითარება მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რომლის კლუბსაც კოვაჩიჩი, ბენზემა, რონალდუ, მარსელო, კროოსი და ვალეხო დააკლდება.

მადრიდის "რეალმა" უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარა "სან სებასტიანზე" ჩასვლამდე. ვარჯიშს აკლდა როგორც ტონო კროოსი, ასევე ხესუს ვალეხო. კვირას ისინი ვერ დაეხმარებიან "რეალს" "სოსიედადის" წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია ზინედინ ზიდანმა ოფიციალურად დაადასტურა.

კარიმ ბენზემა და მათეო კოვაჩიჩი ტრავმირებულნი არიან, კრიშტიანუ რონალდუ და მარსელო კი ვერ ითამაშებენ დისციპლინარული სანქციების გამო.

სამაგიეროდ, მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში იქნება მარკო ასენსიო. ზემოთ აღნიშნულ ფონზე, ახალგაზრდა ფეხბურთელის როლი აღნიშნულ მატჩში მართლაც დიდი იქნება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (355)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა