Image

რატომ გაუხარდა მესის ნეიმარის წასვლა?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ტრანსფერები 16-სექ, 23:129 GioToServe 4406


















მესის გაუხარდა ნეიმარის წასვლა.

ესპანური პრესა დარწმუნებულია, რომ მესის გაუხარდა ნეიმარის წასვლა და ის, რომ ამ ფაქტით შეწუხდა, არ იყო გულწრფელი აქტის გამოხატულება.

ზაფხულში "პ.ს.ჟ,"-მ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გარიგება განახორციელა. კლუბმა "ბარსელონასგან" ნეიმარი 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

"ბარსელონაში" ბრაზილიელის წასვლის გამო დიდი წუხილი გამოთქვეს ფეხბურთელებმა.

მესიც შეუერთდა თანაგუნდელებს და განაცხადა, რომ გული ეტკინა ნეიმარის წასვლის გამო.

თუმცაღა, ესპანურ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც "ბარსელონას" ლიდერი არც თუ ისე გულგატეხილია აღნიშნული მომხდარით. არამედ, ფაქტობრივად გაუხარდა კიდეც კოლეგის კლუბიდან წასვლა.

"სუპერთასზე" წარუმატებელი ასპარეზობის შემდგომ, "ბარსელონამ" ძალიან კარგად განაახლა ასპარეზობა და "ჩემპიონთა ლიგაში" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "იუვენტუსის" წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი კლუბმა მესის ბრწყინვალე თამაშის წყალობით შეძლო.

ესპანურ მასმედიაში იმაზე საუბრობენ, რომ მესი უფრო თავისუფლად გრძნობს თავს და სიამოვნებას იღებს იმით, რომ კვლავ კლუბის მთავარ აქტივს წარმოადგენს.

"ბარსელონას" პირველი ვარსკვლავი რაღა თქმა უნდა მესი იყო და იქნება - მაგრამ, 30 წლის ფეხბურთელს კარგად ესმოდა ის ფაქტი, რომ წლები აკლდებოდა და ადრე თუ გვიან სამეფო გვირგვინი უფრო ახალგაზრდა ბრაზილიელისთვის უნდა გადაეცა.

ისიც აღინიშნება,რომ ერნეტსო ვალვარდე სულ სხვაგვარად ააწყობდა თამაშს, ნეიმარი რომ დარჩენილიყო ესპანეთში, რაც ასევე არ მოსწონდა ლეოს.

ახლა უკვე წარსულში დარჩა კატალონიაში ნეიმარის უზურპაციის საფრთხე, რამაც დადებითად იმოქმედა მესის ხასიათზეც.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა