სიახლე ენდი მარის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ

სიახლეები / ჩოგბურთი 17-სექ, 10:549 GioToServe 641 0





"ოფ სეზონში" ენდი მარი აპირებს საქველმოქმედო შეხვედრის ჩატარებას როჯერ ფედერერის წინააღმდეგ, რაც დაადასტურდა კიდეც ენდი მარის დედამ - ჯუდი მარიმ.

"მოცემული დროისათვის ენდი უკვე ძალიან კარგად იქნება," - განუცხადა ჯუდი მარიმ "BBC შოტლანდიას. - თუმცა დედამ ისიც დასძინა, რომ ენდი მარიმ ჯერ-ჯერობით არ იცის ტურში როდის და სად დაბრუნდება.

ენდი მარიმ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი "პეკინსა" და "შანხაიში" ვერ ითამაშებდა და დიდი ალბათობით წლის დარჩენილ ტურნირებსაც გამოტოვებდა, რომელშიც "ვენა" და "პარიზის მასტერსი" იგულისხმა.

"ვფიქრობ, რომ ენდი მარის გადაწყვეტილება ძალიან სწორია. არავინ იცის თუ რა გავლენას იქონიებს ტურნირზე თამაში ენდის ჯანმრთელობაზე," - თქვა ჯუდი მარიმ. - "საქველმოქმედო და საგამოფენო მატჩების ჩატარება სულ სხვა რამაა, ხოლო ტურში ასპარეზობა - სხვა. ტურნირის მოსაგებად 5 მატჩის ზედიზედ მოგება გჭირდება."

ჯუდიმ ისიც დასძინა, რომ ენდის სურს მალე დაუბრუნდეს ასპარეზობას:

"ენდი მარი სრული რეაბილიტაციის პროცესშია. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საუკეთესო ფორმით დაუბრუნდეს ჩოგბურთს".

ენდი მარი "ATP" რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა