მადრიდის "რეალმა" ახალგაზრდა მცველთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

მადრიდის

18-09-2017, 16:57

25 წლის მცველი განაგრძობს მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში თამაშს.

მცველმა დანიელ კარვახალმა მადრიდის "რეალთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა - იუწყება ესპანური კლუბის პრესის სამსახური.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 25 წლის ფეხბურთელი "რეალის" შემადგენლობაში როგორც მინიმუმ 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. წინა ხელშეკრულება კი კლუბში მცველის 2020 წლამდე დარჩენას ითვალისწინებდა.

კარვახალი "რეალის" აღზრდილია და 2013 წელს მიუნხენის "ბაიერნიდან" დაუბრუნდა მადრიდულ კლუბს. მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში კარვახალმა 167 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით