შევჩენკომ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში 7 ლეგიონერი მოიხმო

შევჩენკომ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში 7 ლეგიონერი მოიხმო

19-09-2017, 12:58

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ გუნდში 7 ფეხბურთელი მოიხმო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონატებში თამაშობენ. აღნიშნული მოთამაშეები "მსოფლიო ჩემპიონატის" შესარჩევ ეტაპზე დაეხმარებიან უკრაინის ეროვნულ ნაკრებს. 6 ოქტომბერს დაგეგმილია უკრაინა-კოსოვოს მატჩი, ხოლო 9 ოქტომბერს ხორვატია დაუპირისპირდება უკრაინას.

გუნდში უკვე მოიხმეს ევგენი კონოპლიანკა ("შალკე 04", გერმანია), ანდრეი იარმოლენკო ("დორტმუნდის ბორუსია", გერმანია), ალექსანდრ ზინჩენკო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), რუსლან როტანი, ედუარდ სობოლი ("სლავია", ჩეხეთი), რუსლან მალინოვსკი ("გენკი, ბელგია) და ალექსანდრ კუჩერი ("კაისერისპორი", თურქეთი).

"ფიფას" რეგლამენტის მიხედვით, აღნიშნული მოთამაშეები წინასწარ მოიწვიეს გუნდში. უკრაინის ეროვნული ნაკრების შეკრება ოქტომბერში შედგება და მასზე წარმოდგენილი თითოეული ფეხბურთელის სახელი და გვარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით