"ლივერპული" შესაძლოა კლუბის "ფორვარდს" დაემშვიდობოს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ტრანსფერები 19-სექ, 13:099 GioToServe 2772 0





"მერსისაიდელების" მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა "ფორვარდით".

როგორც "transfermarketweb" იუწყება, ინფორმაცია ვრცელდება ბრიტანული წყაროებიდან, რომ იურგენ კლოპი დანიელ სტარიჯის თამაშით უკმაყოფილოა.

იანვარში "ფორვარდმა" შესაძლოა დატოვოს "ლივერპული". ზაფხულში სტარიჯის მიმართ ინტერესი გამოხატა "ტოტენჰემმა", მაგრამ საბოლოოდ კლუბმა ლორენტე ანაცვალა სტარიჯს.

როგორც წყარო იუწყება, 28 წლის შემტევი ფეხბურთელისათვის მთავარი პრეტენდენტები არიან "სტოკ სიტი" და "ვესტ ჰემი".

მიმდინარე სეზონში სტარიჯმა 175 წუთი გაატარა მოედანზე და 1 გოლი გაიტანა. მას საერთო ჯამში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა