სასიამოვნო ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივართათვის

სიახლეები / ჩოგბურთი / ქართული ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 19-სექ, 14:569 GioToServe 1553 0





მიმდინარე კვირას იმართება ტურნირი საფრანგეთში, კერძოდ კი მეცში.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირზე პირველი წრე წარმატებით გაიარა.

იგი დაუპირისპირდა ადგილობრივ ვინსენ მილოს.

პირველი სეტი ფრანგმა დამაჯერებლად მოიგო - ანგარიშით 6:2.

მომდევნო სეტში ბასილაშვილმა ტაი-ბრეიკზე სძლია მეტოქეს.

მესამე სეტში საკუთარი ჩაწოდება დათმო, თუმცა "ქამბექის" რეალიზება სრულად მოახდინა - ორჯერ აიღო მოწინააღმდეგის მოწოდება და საბოლოოდ გამარჯვება 3 სეტში მოიპოვა, ანგარიშით 2-6, 7-6(7-5), 6-4.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის 1/8 ფინალში იასპარეზებს, სადაც მას ელის გამოცდილი ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი. მიულერს უკვე ორჯერ ჰყავს ბასილაშვილი დამარცხებული, მათ შორის წინა წელს აღნიშნულ ტურნირზეც.

წარმატებები ქართველ ჩოგბურთელს!



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა