ვინ არის 16 წლის "ვუნდერკინდი", რომლითაც "ჩელსი" დაინტერესდა?

ვინ არის 16 წლის

19-09-2017, 19:58

"ჩელსი" 16 წლის ფეხბურთელითაა დაინტერესებული.

16 წლის იტალიელმა ვუნდერკინდმა ლონდონური კლუბის "სკაუტების" ყურადღება მიიპყრო.

"ჯენოას" 16 წლის "ფორვარდმა" პიეტრო პელეგრიმ ლონდონის "ჩელსის" შტაბში დიდი ინტერესი გამოიწვია, ამასვე იუწყება "The Sun".

"სერია ა"-ს მე-4 წრეში პელეგრიმ 2 გოლი გაიტანა "ლაციოს" კარში და 21-ე საუკუნის "ტოპ 5" ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორია.

დიდი ალბათობით, "ლაციოს" წინააღმდეგ სწორედ ამგვარმა წარმატებულმა თამაშმა დააინტერესა ანტონიო კონტე. როგორც წყარო იუწყება, ფეხბურთელი თავისი ასაკისთვის საკმაოდაა განვითარული ფიზიკურად. ბევრის აზრით, ის უკვე მზადაა ისეთ რთულ ჩემპიონატში ითამაშოს, როგორიც "პრემიერ ლიგაა".

ისიც აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის ასე მარტივად მოპოვება წარმოუდგენელია რიგი მიზეზებისდა გამო. როგორც ირკვევა, თავად პელეგრი "ჯენოას" უდიდესი გულშემატკივარია და არსად წასვლა არ სურს.

ამასთანავე, პელეგრიმ მამა თავად იმყოფება "ჯენოას" შტაბში და ნაკლებ სარწმუნოა, რომ ახალგაზრდა შვილი სადმე გაუშვას, მითუმეტეს შორეულ ინგლისში - მას ხომ ჯერ სკოლაც არ დაუმთავრებია.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით