ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ "ლეივერის თასის" შესახებ

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

20-09-2017, 13:25

"ლეივერის თასი" პირველად აიღებს სათავეს პრაღაში, სადაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელები ჩავლენ და მიიღებენ მონაწილეობას ასპარეზობაში, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება კვირის მიწურულს. თუმცაღა, ეს არ გახლავთ ერთი ჩვეულებრივი რიგითი ტურნირი. დიდი ხნის მეტოქეები, როგორებიც არიან მაგალითად როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი, ერთსა და იმავე გუნდში იქნებიან და შესაძლოა წყვილებშიაც კი ითამაშონ. ტურნირის ფორმატი შემდეგია - ევროპელი მოთამაშეები დანარჩენ მსოფლიოს შეერკინებიან.

2017 წლის "ლეივერის თასს" სახელი დიდებული ავსტრალიელი ჩოგბურთელის - როდ ლეივერის საპატივსაცემოდ შეერქვა. ტურნირს უმასპინძლებს პრაღაში არსებული "O2 არენა". დაგეგმილია, რომ აღნიშნული ტურნირი ყოველ წელს უნდა ჩატარდეს. მომავალ წელს ტურნირს უმასპინძლებს ამერიკის შეერთებული შტატები. თუკი "ამერიკის ღია პირველობის" შემდგომ ჩოგბურთის მოყვარულებს მაღალი ხარისხის ჩოგბურთის ნახვა სურთ, აუცილებლად უნდა ადევნონ თვალი "ლეივერის თასს".

სანამ უშუალოდ "ლეივერის თასი" დაიწყება, მოდი გავეცნოთ ყველაფერს ტურნირის შესახებ.

რა სახის ტურნირია?

"ლეივერის თასი", რომლის განხორციელება თავდაპირველად როჯერ ფედერერმა და მისმა სააგენტომ ჩაიფიქრა, წარმოადგენს 3 დღიან შეჯიბრებას, რომლის დროსაც ევროპის 6 უძლიერესი ჩოგბურთელი შეერკინება 6 საუკეთესო ჩოგბურთელს მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებიდან. შეჯიბრება გაიმართება როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. თითოეულ დღეს გაიმართება 3 ერთეულთა თანრიგის შეხვედრა და 1 წყვილთა თანრიგის მატჩი.

თითოეული მატჩი 3 სეტიანი ფორმატის გახლავთ და 40-40-ზე "თანაბარი" იქნება. თუ ერთმა მოთამაშემ მოიგო პირველი სეტი, მეორე მოთამაშემ კი მეორე სეტი, მაშინ მესამე სეტში "ტაი-ბრეიკი" გაიმართება 10 ქულამდე.

თითოეული მოთამაშე ითამაშებს ერთ ან ორ ერთეულთა თანრიგის შეხვედრას მთელი ტურნირის განმავლობაში და თითოეული გუნდის 6 მოთამაშიდან მინიმუმ 4 ჩოგბურთელი ითამაშებს წყვილთა თანრიგის მატჩებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: მატჩები, რომლებიც კვირას იმართება უფრო ღირებულია, ვიდრე მატჩები, რომლებიც პარასკევსა და შაბათს ტარდება. პარასკევს მოგებული მატჩი გუნდს 1 ქულას ანიჭებს, შაბათის გამარჯვება - 2 ქულას, ხოლო კვირას მოპოვებული გამარჯვება გუნდს 3 ქულას აჩუქებს. თუკი ყველა მატჩი დასრულდა და ორივე გუნდს 12 ქულა აქვს, კვირას გაიმართება წყვილთა თანრიგის შეხვედრა "ტაი-ბრეიკით", რომელიც გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

მატჩები გაიმართება როგორც დახურულ დარბაზში, ასევე "ჰარდის" საფარზე.

ვინ თამაშობს?

გუნდი "ევროპა" წარმოდგენილი იქნება შემდეგი ჩოგბურთელებით: როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ალექსანდერ ზვერევი, მარინ ჩილიჩი, დომინიკ ტიმი და ტომაშ ბერდიხი.

გუნდი "მსოფლიო" წარმოდგენილი იქნება შემდეგი ჩოგბურთელებით: სემ კიურეი, ჯონ ისნერი, ნიკ კირგიოსი, ჯეკ სოკი, ხუან მარტინ დელ პოტრო და დენის შაპოვალოვი.

გუნდი "ევროპის" კაპიტანი არის ბიონ ბორგი, ხოლო ვიცე-კაპიტანი ტომას ენქვისტი.

გუნდი "მსოფლიოს" კაპიტანი არის ჯონ მაკენროუ, ხოლო ვიცე-კაპიტანი პატრიკ მაკენროუ.

თითოეულ გუნდში ოთხი მოთამაშე ამორჩეულ იქნა "ATP"-ის რეიტინგსა და ქულებზე დაფუძნებით, დანარჩენი ორი ჩოგბურთელი კი "ამერიკის ღია პირველობაზე" ნაჩვენები შედეგებით განისაზღვრა.

როდის იწყება?


"ლეივერის თასი" პარასკევს, 22 სექტემბერს დაიწყება და კვირამდე, 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. როგორც აღვნიშნეთ, ტურნირის ჩატარება ყოველ წელს იგეგმება. მომავალ წელს ტურნირის ლოკაციად ამერიკის შეერთებული შტატები განისაზღვრა, თუმცა ზუსტი ადგილი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი. "ლეივერის თასი" ყოველწლიური გათამაშება იქნება და "ამერიკის ღია პირველობიდან" 2 კვირის თავზე გაიმართება ხოლმე. ტურნირი არ ჩატარდება "ზაფხულის ოლიმპიადის" ჩატარების პერიოდში.

უნდა ვუყურო თუ არა?

რა თქმა უნდა! თუკი ერთხელ მაინც გიოცნებიათ როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის ერთ გუნდში ყოფნაზე წყვილთა თანრიგის შეხვედრაში, მაშინ თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილი აისრულოთ. რას იტყვით ნიკ კირგიოსსა და დენის შაპოვალოვის ერთად თამაშზე? "ლეივერის თასი" სრულიად უნიკალური ფორმატისაა და საოცარ კომბინაციებსა და თავგადასავლებს პირდება მაყურებლებს. მართალია ევროპა მსოფლიოს ორი უძლიერესი ჩოგბურთელით იკვეხნის და დიდი ფავორიტიცაა, მაგრამ მსოფლიოს დანარჩენი ჩოგბურთელები "დევისის თასში" საკმაოდ გამოცდილნი არიან, ვგულისხმობთ განსაკუთრებით სამ ამერიკელს, შემდგომ კი თავის მხრივ შაპოვალოვსაც და კირგიოსსაც. და არ უნდა დაგვავიწყდეს არც არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო.

თუ თქვენ ბრძანდებით ჩოგბურთის იშვიათი მაყურებელი და მხოლოდ და მხოლოდ "დიდი მუზარადის" ტურნირებს ადევნებთ თვალს, ხოლო მცირე ტურნირების ყურებაზე უარს ამბობთ, მაშინ "ლეივერის თასი" გულგრილს არ დაგტოვებთ და აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი აღნიშნულ ტურნირს!

"ლეივერის თასის" ყურებას შეძლებთ "Silk Sport 3"-ზე.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით