100 მილიონი!!! - "რეალი" სუპერ ტრანსფერს ამზადებს

100 მილიონი!!! -

20-09-2017, 20:10

მადრიდის "რეალმა" კლუბში აღზრდილი ალვარო მორატა "ჩელსის" გადასცა, ამასობაში კი კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო. ესპანური კლუბისათვის ახალი "ფორვარდის" ყიდვა გარდაუვალი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ბორხა მაიორალი სამეფო კლუბს ეხმარება.

როგორც "Don Balon" იუწყება, "ტოტენჰემის" ლიდერის ჰარი კეინის შეძენას მადრიდის "რეალი" აპირებს. ინგლისელმა "ტოტენჰემის" შემადგენლობაში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. მან არაერთგზის, უკვე მრავალი სეზონის მანძილზე დაამოწმა, რომ "პრემიერ ლიგის" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. "ტოტენჰემის" პრეზიდენტს კი არ სურს ჰარი კეინის დაკარგვა.

აქვე დავძენთ, რომ უკანასკნელ ორ სეზონში, ჰარი კეინი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო "ბომბარდირს" წარმოადგენს. იგი შეფასებულია 100 მილიონ ევროზე მეტად.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით