რატომ ვერ გაუშვა "ლივერპულმა" კოუტინიო "ბარსელონაში?"

რატომ ვერ გაუშვა

20-09-2017, 20:43

გუშინ "ბარსელონას" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბი კოუტინიოს შესაძენად მზად იყო და აპირებდა გადაეხადა 105 მილიონი ევრო პლუს 15 მილიონი ევრო ბონუსად. "ლივერპულმა" უარი განაცხადა არსებულ შემოთავაზებაზე და თავისი ლიდერი შეინარჩუნა.

თუმცაღა, ინგლისში კოუტინიოს გაშვების კატეგორიულად წინააღმდეგნი არც იყვნენ. ბრაზილიელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდა "ლივერპულს", თუკი კლუბს ტომას მიულერი შემოუერთდებოდა. კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, გერმანელი მიუნხენის "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვეღარ ხვდება. მიმდინარე სეზონის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდგომ, მიულერმა კლუბიდან წასვლაზეც ისაუბრა.

აგვისტოში "მიუნხენმა" არ მოისურვა თავდამსხმელის "ლივერპულში" გაშვება. მომხდარის შემდგომ, "მერსესაიდურმა" კოლექტივმა საბოლოოდ გადაწყვიტა კოუტინიოს შენარჩუნება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით