კავანისა და ნეიმარს შორის კონფლიქტი გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ჩანს

სიახლეები / ფეხბურთი / ჰოლანდია 20-სექ, 20:519 GioToServe 2225 0





როგორც ინგლისური პრესა იუწყება, კავანის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბები გამოთქვამენ. ურუგვაელმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს ნეიმართან მომხდარი გაუგებრობის გამო.

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 წრის შეხვედრაში, "ლიონის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ნეიმარმა და კავანიმ პენალტი ვერ გაიყვეს და ამის გამო იჩხუბეს. კონფლიქტი გასახდელშიც გაგრძელდა.

როგორც ესპანური პრესა იუწყება, ნეიმარი კავანის ქცევებით უკმაყოფილოა და სურს, რომ კავანიმ პარიზული კლუბი დატოვოს. ნეიმარი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" კავანის ოფიციალური გვერდიდან "ამოეწერა".

შეგახსენებთ, რომ კავანის მიმართ ინტერესი გამოთქვეს იტალიურმა კლუბებმაც, ასევე "დორტმუნდის ბორუსიამ".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა