სასიხარულო ინფორმაცია "არსენალის" გულშემატკივართათვის

სასიხარულო ინფორმაცია

20-09-2017, 21:00

გერმანელმა ფეხბურთელმა მესუტ ოზილმა ვარჯიში განაახლა და მიღებული ტრავმიდან სრული რეაბილიტირება მოახდინა.

"დღევანდელი დღიდან მოყოლებული მე უკვე მწყობრში ჩავდექი. მე უკვე საფეხბურთო მოედანს დავუბრუნდი და ვიშრომებ. მუხლზე არსებული პრობლემა მომეხსნა და ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებ თამაშს." - განაცხადა მესუტ ოზიალმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში".

შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო პერიოდია ვრცელდება ხმები, რომლის მიხედვითაც მესუტმა შესაძლოა "არსენალი" დატოვოს და "თავისუფალი აგენტი" გახდეს.

ოზილმა "არსენალში" 4 წელი გაატარა და 120 მატჩი ჩაატარა ლონდონელების მხარეზე. მან 23 გოლი გაიტანა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით