ოფიციალურად: დიეგო კოშტას ახალი გუნდი ცნობილია!

ოფიციალურად: დიეგო კოშტას ახალი გუნდი ცნობილია!

21-09-2017, 18:23

"ჩელსის" ფორვარდი ესპანურ კლუბში ბრუნდება.

"ჩელსიმ" და "ატლეტიკომ" ფაქტობრივად ერთდროულად გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დიეგო კოშტა მადრიდულ კლუბს უბრუნდება. ოფიციალური განცხადებები კლუბების ვებ-გვერდებზეც გამოქვეყნდა.

აღნიშნული ტრანსფერის თაობაზე კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. სულ ცოტა ხანში დიეგო კოშტა მადრიდში ჩავა, სადაც სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებს და "ატლეტიკოსთან" კონტრაქტს ხელს მოაწერს, რომელიც როგორც მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ტრანსფერს საბოლოო სახე 2018 წლის იანვარში მიეცემა, თუმცა ამ დროის დადგომამდე, კოშტას ოფიციალურად აქვს უფლება, რომ "ატლეტიკოსთან" ერთად ივარჯიშოთ. მართალია "ატლეტიკოს" ტრანსფერებთან დაკავშირებული შეზღუდვა აქვს, მაგრამ ეს კოშტას ხელს არ შეუშლის.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მადრიდელები ფორვარდში 65 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდნენ (55 მილიონი + 10 მილიონი ევრო ბონუსის სახით).

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტა "ატლეტიკოს" რიგებში 2010 წლიდან 2014 წლამდე ასპარეზობდა, ამის შემდგომ კი "ჩელსიში" გადავიდა. მაშინ ინგლისურმა კლუბმა თავდამსხმელში 38 მილიონი ევრო გადაიხადა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით