"იუვენტუსმა" ტრავმის გამო მცველი დაკარგა

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 21-სექ, 19:199 GioToServe 1264 0





"იუვენტუსის" მცველმა ბენედიქტ ჰიოვედესმა დღეს ჩატარებულ ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო და გაურკვეველი დროით გამოეთიშა ასპარეზობას, იუწყება ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

უახლოეს მომავალში გერმანელი ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგაც იდენტიფიცირდება მისი ტრავმის სირთულე.

შეგახსენებთ, რომ "იუვემ" 29 წლის ჰიოვედესი "შალკესგან" იჯარით გამოითხოვა მიმდინარე ზაფხულს. ფეხბურთელში იტალიურმა კლუბმა 3,5 მილიონი ევრო გადაიხადა, პარალელურად კი უფლება დაიტოვა 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს ჰიოვედესი.

მცველმა თავის ახალ კლუბთან ერთად ჯერ ერთი მატჩიც კი ვერ ჩაატარა, იმდენად, რამდენადაც, სულ ახლახანს გამოჯანმრთელდა ძველად მიღებული ტრავმიდან.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა