"ფიფამ" "წლის მეკარის" კანდიდატები გამოამჟღავნა

22-09-2017, 18:17

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ გააჟღერა 3 გოლკიპერის სახელი, რომლებიც იბრძოლებენ წლის საუკეთესო მეკარის წოდების მოსაპოვებლად.

ჯილდოსთვის ბრძოლაში 12 მეკარე იყო დასახელებული, თუმცა საბოლოოდ 3 მათგანი დარჩა.

აი, ვინ განაგრძობს ბრძოლას წლის მეკარის ჯილდოსთვის "ფიფას" მიხედვით:

ჯანლუიჯი ბუფონი (ტურინის "იუვენტუსი")

კეილორ ნავასი (მადრიდის "რეალი")

მანუელ ნოიერი (მიუნხენის "ბაიერნი)


დაჯილდოების ცერემონია 23 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით