სიახლეები / ჩოგბურთი / ქართული ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი
"ATP მეცის" ტურნირზე ბასილაშვილის წარმატებული გამოსვლა გრძელდება

მიმდინარე კვირის "ATP მეცის" 250 ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალში, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდა უზბეკ დენის ისტომინს.

შეხვედრა 1 საათისა და 26 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 7:5, 6:3.

უკვე მეორე შეხვედრაა, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილს საკუთარი ჩაწოდება არ წაუგია, დღევანდელ მატჩში კი მოწინააღმდეგის მოწოდება თითო სეტში თითოჯერ აიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ხვალ, საფრანგეთის ტურნირის 1/2 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდება ფრანგ ბენუა პერს. პერმა დღეს ბელგიელი დავიდ გოფინი 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 7-6(3), 5-7, 7-6(7).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პერი და ბასილაშვილი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. პირველად, 2015 წლის "მონპელიეს" ტურნირზე, ასევე საფრანგეთში პერმა 3 სეტში სძლია ქართველს, ანგარიშით 5-7, 6-2, 6-4. მეორეჯერაც ფრანგმა იმარჯვა 2016 წლის "შენჯენის" ტურნირზე, კვლავ 3 სეტში, ანგარიშით 6-7(5), 7-5, 6-3. ორივე შეხვედრაში ნიკოლოზმა მოახერხა პირველი სეტის მოგება, მაგრამ მომდევნო ორი სეტი დათმო.

პერი "ATP" რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს, ბასილაშვილი კი 64-ე გახლავთ.

წარმატებები ქართველ ჩოგბურთელს "ATP მეცის" 1/2 ფინალში!











კომენტარის დამატება