პირველად ისტორიაში ფედერერმა და ნადალმა წყვილთა თანრიგის მატჩი ჩაატარეს

პირველად ისტორიაში ფედერერმა და ნადალმა წყვილთა თანრიგის მატჩი ჩაატარეს

24-09-2017, 12:50

მიმდინარე წელს როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა "დიდი მუზარადის" 2-2 ტიტული აღმართეს.

თუმცა გუშინ, პირველად ისტორიაში, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ერთმანეთის გვერდი-გვერდ იდგნენ წყვილთა თანრიგის შეხვედრაში. მატჩი გაიმართა "ლეივერის თასის" ფარგლებში, რომელმაც ასევე წელს აიღო სტარტი ევროპაში, კერძოდ კი პრაღაში.

შვეიცარელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელთაც საერთო ჯამში "დიდი მუზარადის" 35 ტიტული აქვთ მოგებული, განეკუთვნებიან გუნდ "ევროპას", რომელიც უკვე მესამე დღეა დომინირებს გუნდზე "მსოფლიო". ზუსტად "ევროპისა" და "მსოფლიოს" დაპირისპირება წარმოადგენს "ლეივერის თასის" შინაარსს.

ფედერერმა და ნადალმა ამერიკელები სემ კიურეი და ჯეკ სოკი დაამარცხეს 3 სეტში, ანგარიშით 6-4, 1-6, 10-5. აღნიშნული გამარჯვებით "ევროპამ" კიდევ უფრო მეტად გაუსწრო "მსოფლიოს" და 9-3 უპირატესობა მოიპოვა ამ უკანასკნელზე.

გამარჯვებულად გამოცხადდება ის გუნდი, რომელიც პირველი მიაღწევს 13 ქულამდე. კვირას კი 12 ქულა თამაშდება. "ევროპა" უპირობო ლიდერია გამარჯვების მოპოვების გზაზე.

გუნდ "ევროპაში" თამაშობს ასევე მსოფლიოს ნომერ მე-4 ჩოგანი ალექსანდერ ზვერევი და მე-7 ნომრად მყოფი დომინიკ ტიმი. ნიკ კირგიოსი და დენის შაპოვალოვი კი გუნდ "მსოფლიოს" წარმოადგენენ. შაპოვალოვი "ლეივერის თასზე" არჩეულ იქნა 2017 წლის "ამერიკის ღია პირველობაზე" წარმატებული გამოსვლის შემდგომ.

არცერთი მატჩი "ATP ტურის" ფარგლებში არ იმართება, მაგრამ ჩეხეთის დედაქალაქში "ლეივერის თასს" ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.

პირველად ისტორიაში ფედერერმა და ნადალმა წყვილთა თანრიგის მატჩი ჩაატარეს


პირველად ისტორიაში ფედერერმა და ნადალმა წყვილთა თანრიგის მატჩი ჩაატარეს


პირველად ისტორიაში ფედერერმა და ნადალმა წყვილთა თანრიგის მატჩი ჩაატარეს


პირველად ისტორიაში ფედერერმა და ნადალმა წყვილთა თანრიგის მატჩი ჩაატარეს

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით