კარმელო ენტონის ახალი გუნდი ცნობილია

კარმელო ენტონის ახალი გუნდი ცნობილია

24-09-2017, 13:57

როგორც „ESPN” იუწყება, 10-გზის „ოლ-სტარ“ ფორვარდი კარმელო ენტონი „ნიუ იორკიდან“ „ოკლაჰომაში“ გადადის.

სამაგიეროდ, „ოკლაჰომადან“ „ნიუ იორკში“ ცენტრი ენეს კანტერი და ფორვარდი დუგ მაკდერმოტი გადაინაცვლებენ.

ენტონი ამჟამად 33 წლისაა და „ნიუ იორკში“ გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება გუნდის შეუცვლელობაზე, მაგრამ როგორც ჩანს ამ ყველაფერს დაემშვიდობება და ახალ გუნდში განაგრძობს თამაშს.

ტრანსფერს ოფიციალური სახე ორშაბათს მიეცემა. კარმელო ენტონი ორშაბათსვე ჩავა ოკლაჰომაში და სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებს. სამშაბათს მას გუნდთან ერთად უკვე შეეძლება ვარჯიშის ჩატარება.

ხელშეკრულების მიხედვით, „ნიუ იორკში“, ენტონის მხოლოდ „ოკლაჰომას“, „ჰიუსტონის“ და „კლივლენდის“ გუნდების შემოთავაზებებზე შეეძლო თანხმობის მიცემა. გუნდის შეუცვლელობაზე ახალი პუნქტი კარმელო ენტონის „ოკლაჰომა სიტიშიც“ გაჰყვება.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით