მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ფეხბურთელთან გააფორმებს ახალ კონტრაქტს

მადრიდის

24-09-2017, 14:47

მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ფეხბურთელთან დადებს ახალ კონტრაქტს

მადრიდის "რეალმა" რიგ ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტები გააფორმა. ამ კუთხით ნახევარმცველი მარკო ასენსიოც არ იქნება გამონაკლისი.

კლუბმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა მარსელოსთან, ისკოსთან, დანი კარვახალთან, კარიმ ბენზემასთან და მარკოს ლორენტესთან. ჩამონათვალს ახლა ასენსიოც შეემატა.

როგორც "AS" იუწყება, 21 წლის ასენსიოს მიმდინარე კონტრაქტი 2020 წელს ეწურებოდა, ახალი ხელშეკრულება კი "რეალში" ნახევარმცველის 2023 წლამდე თამაშს ითვალისწინებს.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით