სიახლეები / ფეხბურთი / ტრანსფერები
ნედვედი ბრუნდება! რომელ კლუბში ითამაშებს 45 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი?

ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი პაველ ნედვედი თავის ყოფილ საქმიანობას უბრუნდება. 45 წლის ნახევარმცველმა პროფესიონალური კონტრაქტი უკვე გააფორმა.

იგი იქ ითამაშებს, სადაც თავისი კარიერა დაიწყო. ეს გახლავთ ჩეხური "სკალნა", სადაც მისი ვაჟიც გამოდის. ნედვედი აღნიშნულ გუნდში 8 წლის განმავლობაში თამაშობდა.

მისი უკანასკნელი გუნდი ტურინის "იუვენტუსი" იყო, რომელიც 2009 წელს დატოვა. 8 წლიანი შესვენების შემდეგ, ძალიან მალე, ლეგენდარული ნახევარმცველის დებიუტი შედგება.








კომენტარის დამატება