ანტონიო კასანომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა კარიერის დასრულება

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 27-სექ, 18:399 GioToServe 364 0






იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ ფეხბურთის პროფესიონალურ კარიერას ასრულებს, რადგან თავისთვის ახალი კლუბი ვერ გამოძებნა, იუწყება „Football Italia”.

მიმდინარე წლის ზაფხულში, 35 წლის კასანომ „ვერონასთან“ დადო კონტრაქტი, მაგრამ ერთი კვირის შემდგომ ანტონიომ გადაწყვიტა ბუცები კედელზე ჩამოეკიდა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდგომ ფორვარდმა თქვა, რომ გადაიფიქრა კარიერის დასრულება, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა - „ვერონას“ ხელმძღვანელობამ ახირებულ მოთამაშეს კონტრაქტი გაუწყვიტა.

ამგვარად, რადგანაც ანტონიო კასანომ თავისი ახალი კლუბი ვერ გამოძებნა, გადაწყვიტა კარიერა კვლავ დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო თავისი კარიერის განმავლობაში თამაშობდა მადრიდის „რეალში“, „ინტერში“, „მილანში“ და იტალიის ეროვნული ნაკრების წევრიც გახლდათ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018