რას მოითხოვს რონალდუ "რეალისგან" ახალ კონტრაქტში?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 27-სექ, 18:529 GioToServe 1562 0






მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს სურს ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით, იუწყება „Marca”.

პორტუგალიელს სურვილი აქვს ყოველ წელიწადში არანაკლებ 25 მილიონი ევროს გამომუშავების. ამასთან ერთად, წყარო ამტკიცებს, რომ აღნიშნულ საკითხში ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაუგებრობა არ არსებობს. ამგვარად, დიდი ალბათობით, პორტუგალიელსა და მადრიდის „რეალს“ შორის გაუმჯობესებული კონტრაქტი გაფორმდება.

ცოტა ხნის წინანდელი ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე, მადრიდის „რეალის“ ლიდერი წელიწადში მიახლოებით 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გუშინ პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე კითხვები უმჯობესია კლუბის პრეზიდენტთან - ფლორენტინო პერესთან დაისვას.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს ამჟამინდელი კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ 2021 წლამდეა გათვალისწინებული.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018