ნოვაკ ჯოკოვიჩის სამომავლო გეგმები

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 27-სექ, 20:149 GioToServe 645 0





ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცოტა ხნის წინ იდაყვის ტრავმა მიიღო. სპორტსმენი ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია და იგი დაბრუნებას 2018 წლის იანვარში, „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ აპირებს. ახლახანს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოკოვიჩის გუნდმა დაადასტურა ის, რომ ანდრე აგასი კვლავ ნოვაკის მწვრთნელია და 2018 წლიდან სერბ ჩოგბურთელთან განაგრძობს მუშაობას. წლევანდელი სეზონი 12-გზის „დიდი მუზარადების“ ჩემპიონს სრულად ჩაუვარდა. სერბმა ჩოგბურთელმა წელს „დიდი მუზარადის“ ვერცერთ ტურნირზე შეძლო ¼ ფინალში გასვლა. „ავსტრალიის ღია პირველობაზე“, მეორე წრეში, იგი დენის ისტომინმა გამოთიშა ასპარეზობას. სერბმა ვერც „საფრანგეთის ღია პირველობაზე“ იმარჯვა, „უიმბლდონზე“ კი ¼ ფინალიდან მოიხსნა და მომდევნო ეტაპზე ტომას ბერდიხი გაუშვა.

ჯოკოვიჩის მწვრთნელი დიდი დროის განმავლობაში იყო მარიან ვაიდა, ბოლოს კი - ბორის ბეკერი. ისე ჩანდა, თითქოს ჯოკოვიჩი და აგასიც ბრწყინვალედ გაუგებდნენ ერთმანეთს, მაგრამ სასურველი შედეგის ჩვენება ჯერ-ჯერობით ჯოკოვიჩმა ვერ მოახერხა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ბოლო დროს ბევრმა ტრავმამ შეაწუხა და ახლა ჯანმრთელი დაუბრუნდება კორტს. აგასი და ჯოკოვიჩი ახალი სეზონიდან შეეცდებიან წლევანდელი რეზულტატის გაუმჯობესებას.

პრესკონფერენციაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადში რამდენიმე დღე დაჰყო ფიზიკურად უკეთ მომზადებისათვის. სერბი იმედოვნებს, რომ დროულად მომჯობინდება და იანვარში „ავსტრალიის ღია პირველობაზეც“ შეძლებს თამაშს. ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშანი რჩება, შეძლებენ თუ არა ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარი კორტზე ისეთივე წარმატებული „ქამბექის“ შესრულებას, როგორიც ეს როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს გამოუვიდათ. შვეიცარელს და ესპანელს არანაკლებ სერიოზული ტრავმები ჰქონდათ, მაგრამ წარმატებით დაბრუნდნენ ტურში და 2-2 „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოიგეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა