როჯერ ფედერერის სამომავლო გეგმები

როჯერ ფედერერის სამომავლო გეგმები

28-09-2017, 21:57

შვეიცარელი ჩოგბურთელის სამომავლო გეგმების განმსაზღვრელი სწორედ მისი ფიზიკური მზადყოფნა იქნება. მას სეზონის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ტურნირზე ასპარეზობა სურს. მომავალ კვირას კი „შანხაის მასტერსი“ იწყება.

„მომდევნო რამოდენიმე კვირა ჩემთვის უზარმაზარი მნიშვნელობის მატარებელია. ვგულისხმობ „შანხაის“, „ბაზელს“, ალბათ „პარიზსაც“ და “ATP-ის ფინალებს“ ლონდონში,“ - განაცხადა ფედერერმა და ასევე დასძინა ის, რომ „ბაზელის“ ტურნირზე ანუ სახლში თამაში მისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება, ვიდრე „პარიზის მასტერსი“, ეს იმ შემთხვევაში თუ შვეიცარელი ორივე ტურნირზე ასპარეზობას ვერ მოახერხებს.

ფედერერმა განაცხადა, რომ პირველობაზე დიდად აღარც ფიქრობს, რადგან ნადალი მას თითქმის 2,000 ქულით უსწრებს.

„მე მხოლოდ ჩემ თავზე ვკონცენტრირდები და მაშინ ვითამაშებ ხოლმე, როდესაც ამისთვის მზად ვიქნები.“ - თქვა როჯერმა.

როჯერ ფედერერმა წელს 9 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და აქედან 5-ში ტიტულის მოგება მოახერხა.

“ATP” რეიტინგში ფედერერი ამჟამად მე-2 პოზიციას იკავებს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით