38 წლის კლაუდიო პისარო კვლავ დიდ ფეხბურთს უბრუნდება

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები / ფეხბურთელების მონაცემები 29-სექ, 12:199 GioToServe 364 0





„ბუნდესლიგის“ მიმდინარე სეზონში „კელნი“ სატურნირო ცხრილის უკანასკნელ ადგილზე იმყოფება. კლუბმა 8 მატჩი ჩაატარა და ყველა შეხვედრაში დამარცხდა. ამასთანავე მხოლოდ და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. აღნიშნული ფაქტები „კელნის“ ხელმძღვანელობას ურთულესი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებისკენ უბიძგებს.

როგორც „Bild” იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები აწარმოა ვეტერან ფორვარდთან კლაუდიო პისაროსთან. 2017 წლის ივლისიდან მოყოლებული, მას შემდგომ, რაც „ვერდერთან“ ფეხბურთელის კონტრაქტი ამოიწურა, კლაუდიო პისარო თავისუფალი აგენტია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პისაროს 430 მატჩი აქვს „ბუნდესლიგაში“ ჩატარებული. მან 191 გოლის გატანა მოახერხა და 73 საგოლე გადაცემაც შეასრულა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა