ვინ დასახელდა „ჩემპიონთა ლიგის“ მიმდინარე კვირის საუკეთესო მოთამაშედ?

სიახლეები / ფეხბურთი / ჩემპიონთა ლიგა 29-სექ, 16:269 GioToServe 361 0






„უეფას“ პრესს-სამსახური იუწყება, რომ დასრულდა ხმის მიცემა, რომელიც მიზნად ისახავდა „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობის დადგენას.

მიმდინარე კვირის „ჩემპიონთა ლიგის“ საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის „რეალის“ თავმდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მადრიდელებს საკუთარ მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიის“ დამარცხებაში (3:1). თავად რონალდუმ მატჩში 2 გოლი გაიტანა.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ნეიმარი („პ.ს.ჟ.“), რომელუ ლუკაკუ („მანჩესტერ იუნაიტედი“), „იუვენტუსის“ ფორვარდი გონსალო იგუაინი, ნახევარმცველი „ბარსელონადან“ ანდრეს ინიესტა, „ტოტენჰემის“ თავმდამსხმელი ჰარი კეინი, „პორტუს“ თავმდამსხმელი ვენსან აბუბაქარი და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018