დავიდ სილვა "სიტის" ტოვებს?

დავიდ სილვა

29-09-2017, 16:32

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი დავიდ სილვა „მილანის“ სატრანსფერო ინტერესებში მოხვდა, იუწყება „Tuttomercatoweb”.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერი 2018 წლის ზამთარში იგეგმება. მხარეებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები პოტენციური შეთანხმების გზაზე.

შეგახსენებთ, რომ ესპანელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბში 2019 წლამდეა გათვალისწინებული.

გასულ სეზონს დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ოფიციალურად 45 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. ესპანელი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 2010 წლიდან თამაშობს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით