უსიამოვნო ინფორმაცია გარეტ ბეილის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 30-სექ, 23:159 GioToServe 1897 0






მადრიდის „რეალის“ უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი „ლა ლიგის“ მე-7 ტურის მატჩს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამოტოვებს.

როგორც „AS” იუწყება, ბეილი ჯერ კიდევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და ჯერ საერთო ჯგუფში ვერ ახერხებს დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ უელსელმა „ჩემპიონთა ლიგის“ შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსიის“ წინააღმდეგ მიიღო ტრავმა.

„ესპანიოლის“ წინააღმდეგ მატჩში მადრიდის „რეალს“ ასევე მარსელო, ერნანდესი, ვალეხო, კოვაჩიჩი და ბენზემა დააკლდება.

მატჩი „რეალი“ – „ესპანიოლი“ კვირას, 1 ოქტომბერს „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018