"ATP პეკინის" ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიკ კირგიოსს შეხვდება

სიახლეები / ჩოგბურთი 01-ოქტ, 01:029 GioToServe 776 0






"ATP პეკინის" ტურნირი ორშაბათს, 2 ოქტომბერს აიღებს სტარტს. ტურნირი 500 ქულიანი გახლავთ და მისი საპრიზო ფონდი 3,028,080 დოლარია.

გასულ წელს ტურნირი ბრიტანელმა ენდი მარიმ მოიგო, იქამდე კი 4 წლის განმავლობაში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დომინირებდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სატურნირო ბადის მეორე ნახევარშია. 1/16 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი დაუპირისპირდება მსოფლიოს მე-20 ჩოგანს ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს, რომელიც მიმდინარე ტურნირზე მე-8 ნომრადაა განთესილი.

ბასილაშვილი და კირგიოსი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018