პირველი მატჩი – 12 წუთი, 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / NBA 01-ოქტ, 16:189 manchester3 1268 0





ამერიკის ნაციონალური ასოციაციის სეზონი ჯერ არ გახსნილა, თუმცა მოსამზადებელი, ეგრედ წოდებული საგამოფენო მატჩები დაიწყო და ზაზა ფაჩულიაც საქმეში ჩაერთო. მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ პირველ საგამოფენო მატჩში „დენვერ ნაგეტსს“ უმასპინძლა და 102:108 დამარცხდა.

მნიშვნელოვანია, რომ ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, რაც იმის ნიშანია, რომ გასული სეზონის მსგავსად, ქართველი ცენტრი ოკლენდელთა გუნდის კვლავ ძირითადი ცენტრი იქნება. ზაზამ 12 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანიც გახლდათ - 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩჭრა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სასტარტო ხუთეულში ზაზასთან ერთად იყვნენ: სტეფ კარი, დრეიმონდ გრინი, კევინ დიურანტი და კლეი ტომპსონი, რომელთაგან 24 წუთზე მეტი არავის უთამაშია. 11 ქულით ბომბარდირი კარი გახდა, ტომპსონმა და დიურანტმა 10-10 ქულა მიითვალეს. „დენვერს“ 22 ქულით პოლ მილსაპმა ულიდერა.

მომდევნო საგამოფენო მატჩებს - 5 და 10 ოქტომბერს, „გოლდენ სტეიტი“ ისევ შინ, „მინესოტა ტიმბერვულვსთან“ გამართავს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა