2014 წლის შემდგომ გოფინმა პირველი "ATP" ტიტული მოიგო

2014 წლის შემდგომ გოფინმა პირველი

1-10-2017, 20:37

„ATP” ტურში ტიტულის მოგება არასდროსაა მარტივი. კვირას, „შენჯენის“ ფინალში ზემოთ თქმული თავის თავზე გამოსცადა მსოფლიოს ნომერ მე-12 ჩოგანმა დავიდ გოფინმა.

მეორე სეტში გოფინი 1-5 ანგარიშით აგებდა, მაგრამ დეფიციტის აღმოფხვრა შეძლო და „თაი-ბრეიკი“ გაიმართა. ბელგიელმა სეტი წააგო, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება 3 სეტში მოიპოვა, ანგარიშით 6-4, 6-7(5), 6-3. აღნიშნული გამარჯვებით გოფინს შანსი მიეცა „ATP ფინალებში“ მონაწილეობის მისაღებად. მან მიმდინარე სეზონში მესამე ცდიდან პირველი ტიტული მოიგო. გოფინმა 2014 წელს “ATP კიცბუელის” და „ATP მეცის“ ტიტულები აღმართა. მან ფინალებში შესაბამისად დომინიკ ტიმი და ჟოაო სოუზა დაამარცხა. პირველი ორი ტიტული კარიერაში სწორედ ამ წელს მოიგო ბელგიელმა. მას შემდგომ გოფინი “ATP” ტურნირის 6 ფინალში ასპარეზობდა, მაგრამ ვერცერთხელ შეძლო გამარჯვების მოპოვება. დღეს ბელგიელმა „ნავსი გატეხა“ და „შენჯენის“ ტურნირზე დიდ წარმატებასაც მიაღწია.

ამ წარმატებამ “ATP ლონდონის“ გზაზე გოფინის პოზიციები საკმაოდ განამტკიცა. ახლა ბელგიელი მე-13 პოზიციას იკავებს, სტან ვავრინკა მე-5 გახლავთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი მე-9, მაგრამ სტანი და ნოვაკი მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო აღარ იასპარეზებენ. ამ ფონზე ბელგიელი კარგ მდგომარეობაში იმყოფება, იგი ბრიტანელ ენდი მარის სულ რაღაც 5 ქულით ჩამორჩება, ეს უკანასკნელი კი მე-12 პოზიციას იკავებს.

„ტრავმიდან სრულფასოვნად დაბრუნება ყოველთვის ძალიან რთულია და ამის გამო ეს გამარჯვება ჩემთვის განსაკუთრებით ტკბილია,“ განაცხადა გოფინმა, რომელიც „საფრანგეთის ღია პირველობის“ მესამე წრიდან მოიხსნა და „უიმბლდონიც“ გამოტოვა მარჯვენა ქუსლის ტრავმის გამო. „ტრავმიდან დაბრუნება, „დევისის თასზე“ ჩემი ქვეყნისთვის წარმატების მოტანა და “ATP” ტურის მესამე ტიტულის მოგება ხუმრობა არაა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღეს უფრო ბედნიერი ვერც ვიქნებოდი.“

პირველი სეტის 32 წუთში მოგების შემდგომ, რომლის მიმდინარეობის დროსაც გოფინმა მხოლოდ 7 ქულა წააგო საკუთარ ჩაწოდებაზე, რომელთაგან 4 ქულა 1 გეიმში წააგო, ისე ჩანდა თითქოს იგი მარტივად დაუსვამდა შეხვედრას წერტილს. მეორე სეტის პირველ გეიმში გოფინმა 5 „ბრეიკ-პოინტის“ გამოყენება ვერ შეძლო და მატჩი უკრაინელის სასარგებლოდ შემოტრიალდა.

დოლგოპოლოვმა გოფინის მომდევნო სამი ჩაწოდებიდან ორის აღება შეძლო და 5-1 უპირატესობა მოიპოვა. 26 წლის გოფინმა საოცარი „ქამბექი“ შეასრულა. მან 4 გეიმი მოიგო ზედიზედ, ორი „ბრეიკის“ დეფიციტი აღმოფხვრა და მეორე სეტში საბოლოოდ „თაი-ბრეიკი“ გაიმართა. ბრძოლა დაძაბული იყო, მაგრამ დოლგოპოლოვმა კრიტიკულ მომენტში 5-5 ანგარიშზე უპირატესობა იგდო ხელთ, 6-5 ანგარიშზე წარმატებით მოაწოდა და მატჩში მესამე სეტი დაიწყო.

ფინალური სეტი საკმაოდ დაძაბული იყო და მე-8 გეიმამდე „ბრეიკი“ არ შემდგარა. დოლგოპოლოვი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გატყდა და გოფინმა 5-3 უპირატესობა მოიპოვა. 30-30 ანგარიშიდან გოფინმა მომდევნო ორი ქულა წარმატებით მოიპოვა და ტიტულის მოგებაც მოახერხა. წარსულში უკრაინელს ხუთივე სეტი მოგებული ჰქონდა ბელგიელისთვის.

„მესამე სეტში კარგად ვაწვდიდი. კონცენტრირებული ვიყავი და ცოტა დაღლილიც,“ აღნიშნა გოფინმა. „ძალიან კარგად ვაწვდიდი და მატჩის მიწურულს ორი ძალიან კარგი გეიმის ჩატარებაც მოვახერხე.“

გოფინმა “ATP”-ის 250 სარეიტინგო ქულა და $118,910 გამოიმუშავა, დოლგოპოლოვმა კი 150 ქულა და $36,125.

წელს დოლგოპოლოვმა “ATP ბუენოს-აირესის” ფინალში ნიშიკორის სძლია, შემდეგ “ATP ბასტადის“ ფინალში დამარცხდა დავიდ ფერერის წინააღმდეგ და დღეს „შენჯენის“ ფინალში კიდევ ერთი უიღბლობა იწვნია თავზე. მიუხედავად ამისა, უკრაინელი კარგი ფორმის დემონსტრირებას განაგრძობს. იგი „ამერიკის ღია პირველობაზე“ 1/8 ფინალშიც ასპარეზობდა.

„რა თქმა უნდა მეორე სეტის მარტივად და დროულად დასრულება მსურდა, მაგრამ რაღაც პრობლემები შემექმნა და საერთო ჯამში გოფინმა უკეთ ითამაშა, ასე ვფიქრობ,“ განაცხადა დოლგოპოლოვმა. „მე კარგი კვირა მქონდა.“

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით