ბითაძეს მონაგარი – 12 ქულა, 9 მოხსნა, 5 დაფარება

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 02-ოქტ, 15:269 manchester3 458 0






18 წლის გოგა ბითაძე მყარად დამკვიდრდა და შედეგიანადაც თამაშობს სერბული „მეგა ბიმაქსის“ შემადგენლობაში. ბელგრადულმა გუნდმა ადრიატიკის ლიგის პირველი ტურის მატჩი გამართა ხორვატულ „ციბონასთან“, რომელსაც ქართველის ცენტრის სოლიდური დახმარების შედეგად მოუგო.

ბითაძე სერბული კლუბის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 12 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და ერთბაშად 5 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძლებს 23 ქულით კანადელმა უკანახაზელმა დილან ენისმა ულიდერა, “ციბონას” მხრიდან კი გამოცდილი ლუკა ზორიჩი გამოირჩა – 24 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი.“მეგა ბემაქსი” მე-2 ტურის შეხვედრას 4 ოქტომბერს სტუმრად ჩაატარებს, მეტოქედ კი ადრიატიკის ლიგის უმთავრესი ფავორიტი – ბელგრადის “ცრვენა ზვეზდა” ელის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018