მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უელსელ თავმდამსხმელს ურჩია ეროვნული ნაკრების შეხვედრებში მონაწილეობა არ მიეღო. ბეილმა კუნთების პრობლემის გამო „ესპანიოლთან“ მატჩი გამოტოვა, თუმცაღა უელსის ეროვნული ნაკრების განაცხადში მაინც ჩაეწერა.
ფორვარდის საქციელის გამო ზიდანი უკმაყოფილო გახლდათ, თუმცაღა 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატის“ შესარჩევი ეტაპის მატჩში ბეილს მონაწილეობის მიღება ვერ აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ უელსის ეროვნული ნაკრები „D” ჯგუფში ასპარეზობს. ფინალურ სტადიაში უელსი იბრძვის 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატის“ საგზურის მოსაპოვებლად. ჩატარებული 8 ტურის შემდგომ, „დრაკონები“ ჯგუფში მე-2 პოზიციას იკავებენ. მათ ანგარიშზე 14 ქულაა. თუკი უელსმა საქართველოს და ირლანდიის ნაკრებებს სძლია, მაშინ კრის კოულმანის შეგირდებს „პლეი-ოფი“ გარანტირებული ექნებათ.

ზიდანის პოსტიდან დათხოვნის შემთხვევაში, "რეალის"...
ლევანდოვსკი "რეალის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა...
"საზეიმო განწყობა არ მაქვს..." - კლოპის...
სტივენ ჯერარდი: "სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო...
მოქმედი ფეხბურთელებიდან ვის აქვს ყველაზე მეტი...
" სახლი კი არა ნამდვილი სამოთხეა " - ნახეთ როგორ...