დღის ახალი ამბები

6 სუპერ ტრანსფერი და აქედან სამი უფასოდ!! - ფლორენტინო პერესის სუპერ გეგმა

6 სუპერ ტრანსფერი და აქედან სამი უფასოდ!! - ფლორენტინო პერესის სუპერ გეგმა
6-09-2021, 11:46

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნამდვილი რევოლუციის მოწყობას აპირებს.

"რეალმა" მიმდინარე წელს კილიან მბაპე ვერ იყიდა, ფეხბურთელის სურვილი "სამეფო გუნდში" თამაშია, ამიტომ დიდი ალბათობით ის მომავალ წელს "რეალს" უფასოდ შეურთდება.

"სამეფო გუნდში" თამაშის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგმა პოლ პოგბამ გამოთქვა, რომელსაც ასევე ეწურება კონტრაქტი "მანჩესტერთან" შემდეგ წელს.

"რეალის" სამიზნეში ასევე "ბაიერნის" ფეხბურთელი გორეცკაა, მიმდინარე სეზონის ბოლოს ისიც თავისუფალი აგენტინი გახდება თუ მანამდე "ბაიერნთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. "თეთრებს" ამ სამი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება უფასოდ შეეძლება.

გარდა აღნიშნული ვარსკვლავებისა, ფლორენტინო პერესი აპირებს ასევე ფეხბურთელების ყიდვას და მის ინტერესის სფეროში ჰალანდი, დე ლიხტი და კუნდე არიან.  ჰალანდის ფასი შემდეგ წელს მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან 2 წელში მასაც ეწურება კონტრაქტი "დორტმუნდთან". 

მას შემდეგ რაც "რეალი" ვარანმა და რამოსმა დატოვა, დაცვის ხაზის გაძლიერება გუნდის ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია, ამიტომ პერესი არ დაიშურებს ძალებს რომ დე ლიხტი ან კუნდე ჩაიგდოს ხელში ანაც სულაც ორივე მათგანი.




გაზიარება
მოინახულეს 1 075-ჯერ
კომენტარები
რეკლამა