რამდენ ქულას დააკლებენ "ბარსელონას" ლა ლიგაზე?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 03-ოქტ, 19:349 manchester3 5638 0





1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა, რის გამოც ქალაქებში არეულობაა. "ბარსელონამ" ესპანეთის დივიზიონის კომიტეტს "ლას პალმასთან" მატჩის გადადების თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

გუნდი იძულებული გახდა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, წინააღმდეგ შეხვედრაში 6 ქულას დააკლებდნენ. როგორც ხოსეპ მარია ბართომეუ ამბობს, ქომაგების საქციელის გამო ამის საშიშროება კიდევ არის, თუმცა იმედია ლა ლიგის კომიტეტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"რაც 1 ოქტომბერს მოხდა, ეს იყო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. ჯერჯერობით კიდევ არის ქულების დაკლების საშიშროება, თუმცა იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება და გადაწყვეტილებაც სწორი იქნება", – აცხადებს ბართომეუ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა