Image

მიუნხენის "ბაიერნს" შესაძლოა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ჩაუდგეს სათავეში

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია 03-ოქტ, 21:439 GioToServe 1811


















მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პოსტიდან კარლო ანჩელოტი ცოტა ხნის წინ დაითხოვეს. კლუბი მის შემცვლელს ეძებს და როგორც ჩანს "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს - ლუიშ ენრიკეს მიაკვლია.

როგორც გავლენიანი ესპანელი ჟურნალისტი ხუანმა რომერო იუწყება, მიუნხენის ერთ-ერთ რესტორანში "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ და ლუიშ ნადიმი გამართეს.

წყარო არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა თემას განიხილავდნენ ერთმანეთში მხარეები, თუმცაღა ვარაუდს გამოთქვამს, რომ საუბარი შესაძლებელია ყოფილიყო მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელობაზე. ნაკლებ სავარაუდოა სპეციალისტი კლუბს ახლავე ჩაუდგეს სათავეში. მოლაპარაკებების სრულყოფა სავარაუდოდ ზამთრისთვის ან ახალი სეზონისთვისაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ენრიკემ "ბარსელონა" ივნისში დატოვა და მას შემდგომ სამუშაოს გარეშეა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (202)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა