ბეილის მოედანზე დაბრუნების დრო ცნობილია!

ბეილის მოედანზე დაბრუნების დრო ცნობილია!

3-10-2017, 23:21

მადრიდის "რეალის" და "უელსის" ეროვნული ნაკრების ფორვარდი გარეტ ბეილი ტრავმის გამო 4 კვირას გამოტოვებს, ამასვე იუწყება საინფორმაციო გამოცემა "მარკა".

"უელსის" ეროვნულის ნაკრების შტაბში გარეტ ბეილმა საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა და სწორედ ამის შემდგომ დაზუსტდა ინფორმაცია მისი ტრავმის სიმძიმის შესახებ. ფეხბურთელი "უელსის" ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს იმ იმედით, რომ უელსელებს დაეხმარებოდა 2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატის" შესარჩევ მატჩებში საქართველოსა და ირლანდიის წინააღმდეგ.

როგორც გამოკვლევების შემდგომ დგინდება, ფეხბურთელს ფეხის კუნთზე აქვს პრობლემები. ესი მას ნიშნავს, რომ ბეილს 4 კვირა დასჭირდება სრული რეაბილიტაციისათვის.

შეგახსენებთ, რომ "ჩემპიონთა ლიგის" მატჩში დორტმუნდის "ბორუსიის" წინააღმდეგ (3:1) ბეილმა ტრავმა მიიღო, მაგრამ ეროვნულმა ნაკრებმა მაინც ისურვა მისი გამოძახება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით