"ჩელსი" ორი მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

4-10-2017, 19:19

ლონდონის „ჩელსიმ“ ზამთარში შესაძლოა ორი დიდი ტრანსფერი განახორციელოს.

საქმე ეხება ალექსის სანჩესს და ალექს სანდროს.

„იუვენტუსის“ მცველ ალექს სანდროში „ჩელსი“ მზადაა 60 მილიონი ფუნტი-სტერლინგი გადაიხადოს. ამასთან ერთად, ლონდონელები „არსენალის“ ფორვარდ ალექსის სანჩესთან შეეცდებიან მოლაპარაკებას. სეზონის მიწურულს ალექსის სანჩესის კონტრაქტი „არსენალთან“ იწურება.

როგორც „Mirror” იუწყება, ტურინელების მარცხენა მცველის შესყიდვით კლუბის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იყო დაინტერესებული, თუმცაღა „იუვენტუსმა“ მწვრთნელს უარი განუცხადა, რადგან იგი „უეფას“ შესაძლოა დაესაჯა ფინანსური „ფეარ-პლეის“ წესების დარღვევის გამო. ვრცელდება ხმები, რომ კონტემ შესაძლოა ზაფხულში „ჩელსი“ დატოვოს. კლუბის ხელმძღვანელობა კონტესთან მწვრთნელობის ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი სოლიდური ტრანსფერის სისრულეში მოყვანას შეძლებს. ამასთანავე „ჩელსი“ ბრაზილიელ ალექს სანდროს 5 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს წელიწადში 5 მილიონი ფუნტი-სტერლინგის ანაზღაურებით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სანდრომ „იუვენტუსის“ მაისურით 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა საერთო ჯამში. მან 1 გოლის გატანა მოახერხა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით