"მილანი" "უდინეზეს" ახალგაზრდა ნახევარმცველს უმიზნებს

4-10-2017, 20:10

„მილანმა“ ზაფხულში საერთო ჯამში 200 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა ფეხბურთელებში, მაგრამ მიმდინარე სეზონის დასაწყისი იტალიური კლუბისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. კლუბი უკვე აფასებს სხვა ალტერნატივებს და ფეხბურთელებს, რომლებიც შეძლებენ „მილანის“ გაძლიერებას. იტალიური კლუბი მაქსიმალურად შეეცდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდის გამოყენებას.

როგორც „Corriere dello Sport” იუწყება, „მილანის“ მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა უკმაყოფილოა შუა ხაზის ჩამშლელი ფეხბურთელებით და ამის გამო „უდინეზეს“ ნახევარმცველი იაკუბ იანკტოს შემოერთება სურს. იგი ფრანკ კესის კონკურენტად განიხილება.

„უდინეზეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 21 წლის ჩეხი ფეხბურთელი სანახაობრივი თამაშით არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, იანკტომ 8 მატჩი ჩაატარა კლუბის შემადგენლობაში, 2 გოლის გატანა მოახერხა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით