მადრიდის "რეალმა" გარეტ ბეილს შემცვლელი გამოუძებნა

მადრიდის

5-10-2017, 12:02

„მილანის“ ნახევარმცველი სუსო შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. როგორც „Tuttomercatoweb” იუწყება, მადრიდულ კლუბს მისი შეძენა სწადია.

სატრანსფერო თანხა 50 მილიონი ევროს ირგვლივ მერყეობს. ფეხბურთელის კონტრაქტი „მილანთან“ 2022 წლამდეა გათვალისწინებული და გამოსასყიდი თანხაც ზუსტად 50 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „რეალი“ ესპანელში გარეტ ბეილის შემცვლელს ხედავს. ამ უკანასკნელმა კვლავ ტრავმა მიიღო და ასპარეზობას გამოეთიშა დაუზუსტებელი დროით.

მიმდინარე სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში სუსომ 8 მატჩი ჩაატარა. მან 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მადრიდის "რეალმა" გარეტ ბეილს შემცვლელი გამოუძებნა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით