Image

ბითაძის 19 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება "ცრვენა ზვეზდასთან"

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 05-ოქტ, 12:539 manchester3 706


















18 წლის გოგა ბითაძე სერბეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდში შედეგიან თამაშს აგრძელებს. ქართველი ცენტრი უკვე მყარად ჩაჯდა „მეგა ბიმაქსის“ სასტარტო ხუთეულში და ყველა მატჩში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საკმაოდ ძლიერი ტურნირის, ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში, „მეგა ბიმაქსი“ ევროლიგის წევრსა და სერბეთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „ცრვენა ზვეზდას“ სტუმრად შეხვდა და 80:90 დამარცხდა. 18 წლის ქართველი, რომელიც სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 29:45 წუთი იმყოფებოდა, რის განმავლობაშიც 19 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 4 დაფარება მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 16-დან 8 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო კანადელი უკანახაზელი დილან ენისი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, სერბმა ნიკოლა რებიჩმა კი 19 ქულას, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

“ცრვენა ზვეზდას” წარმატება ძირითადად გამოცდილმა ამერიკელმა ლეგიონერებმა განაპირობეს. 32 წლის ტეილორ როჩესტიმ 26 ქულას 6 პასი წაამატა, 29 წლის ჯეიმს ფელდეინმა კი 21 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

აღსანიშნავია ბელგრადელთა მაკედონიელი ახალწვეულის – 35 წლის პერო ანტიჩის თამაშიც, რომელიც სერბულ გრანდს 10-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და ათ წუთში 10 ქულა ჩააგდო, ამასთან, 3 სამქულიანი გამოიყენა.

“მეგა ბემაქსი” თითო მოგება-წაგებით ადრიატიკის ლიგის მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 7 ოქტომბერს, შინ, მონტენეგროს ჩემპიონ “მორნართან” გამართავს.

ინფორმაციის წყარო: GBF.ge

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა