ოფიციალურად: ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად: ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

7-10-2017, 16:16

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ანტე ჩაჩიჩმა საკუთარი პოსტი დატოვა. უკრაინის წინააღმდეგ მატჩში ხორვატიას ზლატკო დალიჩი გაწვრთნის. ხორვატიაში აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს.

ცოტა ხნის წინ, ხორვატიის მასმედიაში აღნიშნული ინფორმაცია ვარაუდის სახით ვრცელდებოდა, ახლა კი ეს ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ფედერაციას ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია ხორვატიის ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩებში წარუმატებელი ასპარეზობის ფონზე. ფედერაცია თვლის, რომ გადამწყვეტ მატჩამდე მთავარი მწვრთნელის ცვლილებამ შესაძლოა დადებითი ბიძგი მისცეს ხორვატიის გუნდს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 50 წლის ზლატკო დალიჩი აქამდე არაბეთის „ალ-აინს“ წვრთნიდა. იგი 2010 წლიდან მუშაობდა საუდის არაბეთის სხვადასხვა კლუბებში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩის ჩატარებამდე, ხორვატიის ეროვნული ნაკრები ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე ისლანდიაა. ორშაბათს ხორვატია გასვლაზე უკრაინას დაუპირისპირდება. უკრაინაც ჯგუფიდან გასვლისათვის იბრძვის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით