სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები / გუნდები
რონალდუმ ლევანდოვსკის მიღწევა გაიმეორა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების „ვინგერი“ კრიშტიანუ რონალდუ პოლონელ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა კონკრეტული მაჩვენებლით. „ევროპის ჩემპიონატის“ შესარჩევ ციკლში რონალდუს და ლევანდოვსკის თანაბარი ოდენობის გოლები აქვთ გატანილი.

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი გახლდათ პირველი ფეხბურთელი, ვინც 15 გოლის გატანა შეძლო. ახლა კი აღნიშნული მიღწევა რონალდუმაც გაიმეორა. პორტუგალიელმა გუშინ „ანდორას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში 1 ბურთი გაიტანა.

ორივე ფეხბურთელს შეუძლია მიღწევის გაუმჯობესება. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩებში პოლონეთი სახლში მონტენეგროს უმასპინძლებს, პორტუგალია კი - შვეიცარიას.











კომენტარის დამატება