ნეიმარის და "ბარსელონას" გზები კვლავ გადაიკვეთა - ბრაზილიელი "პსჟ-ში" თანამემამულე ვარსკვლავს ეპატიჟება

ნეიმარის და

9-10-2017, 17:35

პარიზელთა ახალი ვარსკვლავი თავის თანამემამულეს კლუბში გადმოსვლისკენ მოუწოდებს

“პ.ს.ჟ.“-მ მოლაპარაკებები წამოიწყო „ლივერპულის“ ფეხბურთელ ფილიპე კოუტინიოსთან. მის პარიზში გადაყვანას კლუბი ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდა. როგორც ჩანს, კოუტინიოს „პ.ს.ჟ.“-ში თამაშით პირადად ნეიმარია დაინტერესებული.

როგორც „Sport.Es” იუწყება, „პ.ს.ჟ.“-ს სახელგანთქმული თავმდამსხმელი ნეიმარი ხშირად ეხმიანება კოუტინიოს და თავის ახალ კლუბში უხმობს. სანამ პარიზში გადავიდოდა, ნეიმარი თავის თანაგუნდელს „ბარსელონაში“ ეპატიჟებოდა.

გასულ ზაფხულს კოუტინიო ძალიან ახლოს იყო კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან. „ლივერპულს“ არ აწყობდა ის გამოსასყიდი თანხა, რომელსაც „ბარსელონა“ უხდიდა ინგლისურ კლუბს. დიდი შანსია, რომ „ბარსელონამ“ ახალი და გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს როგორც ინგლისურ კლუბს, ასევე თავად კოუტინიოს, მაგრამ შეძლებს კი კატალონიური კლუბი „პ.ს.ჟ.“-ს ხელიდან გამოსტაცოს ნიჭიერი ფეხბურთელი?...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით