სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ტრანსფერები
ოფიციალურად: რომელ წლამდე დარჩება ინიესტა "ბარსელონაში"?

კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ–გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბის ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ესპანელ ნახევარმცველს მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გაფორმდა, შესაბამისად ინიესტას კიდევ რამდენიმე სეზონი მოუწევს "ბარსელონას" მაისურით თამაში.

ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ ანდრესი კარიერას არ დაამთავრებს. ხელშეკრულების პირობა სწორედ ასეთია, იგი კატალონიურ გუნდში კარიერს ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ინიესტა "ბარსელონაში" 2002 წლიდან თამაშობს და კლუბის მაისურით 639 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.











კომენტარის დამატება