სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / საფრანგეთი / ტრანსფერები
"სიტი" ან "პ.ს.ჟ." - სანჩესს მალე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

„მანჩესტერ სიტი“ დღემდეა დაინტერესებული „არსენალის“ თავდამსხმელის - ალექსის სანჩესის გადმოყვანით. გასულ ზაფხულს, გუნდის ხელმძღვანელობამ „არსენალს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი-სტერლინგი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

იანვარში „მანჩესტერ სიტი“ კვლავ იბრძოლებს ფეხბურთელის მოსაპოვებლად და სანჩესისათვის 20 მილიონ ფუნტ-სტერლინგს გაიმეტებს. 2018 წლის ზაფხულში ჩილელს კონტრაქტი ეწურება და სრულიად შესაძლებელია „არსენალი“ აღნიშნულ გარიგებას დათანხმდეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ სიტის“ დროულად სურს სანჩესის ტრანსფერის განხორციელება, რადგან ჩილელი „პ.ს.ჟ.“-ს ინტერესის სფეროსაც წარმოადგენს.








კომენტარის დამატება