ტრავმის შემდგომ "ატლეტიკოს" მცველმა ვარჯიში განაახლა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 11-ოქტ, 15:509 GioToServe 491 0





„ატლეტიკოს“ მცველმა შიმე ვრსალკომ შესაძლოა „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში შეძლოს.

როგორც „მარკა“ იუწყება, ხორვატი მცველის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ხორვატია უკრაინას დაუპირისპირდა და 2:0 ანგარიშით გაიმარჯვა. სწორედ აღნიშნულ დაპირისპირებაში მიიღო ვრსალკომ ტრავმა.

ფეხბურთელის სიტყვებით, მან დისკომფორტი იგრძნო მუხლქვეშა მყესის მიდამოებში და შეცვლა ითხოვა.

ახლა ხორვატი „ატლეტიკოს“ შემადგენლობას დაუბრუნდა და „ბარსელონას“ წინააღმდეგ შეხვედრის ჩასატარებლად ემზადება.

მიმდინარე სეზონში „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ვრსალკომ მხოლოდ და მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.

შაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე „ატლეტიკო“ “ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ტრავმის შემდგომ "ატლეტიკოს" მცველმა ვარჯიში განაახლა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა