მიუნხენის „ბაიერნის“ და „ჩილეს“ ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა „ბრაზილიის“ ეროვნულ ნაკრებთან 0:3 ანგარიშით დამარცხების და 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატზე“ ვერ გასვლის ფონზე განაცხადა, რომ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.
„ჩემ ამხანაგებსა და პარტნიორებს დიდ მადლობას გადავუხდი იმ წლების გამო, რომლებიც ჩვენ ერთად გავატარეთ. ასევე იმის გამო, რომ მოედანზე ძალისხმევას არ ვიშურებდით, მადლობა იმისთვის, რომ ერთმანეთი ასე შევავსეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ.“
„გული ნამდვილად მეტკინა, მაგრამ ვამაყობ მთელი ნაკრებით“ - განაცხადა ვიდალმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“.
30 წლის ნახევარმცველმა „ჩილეს“ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 95 მატჩი ჩაატარა. მან 23 გოლის გატანა შეძლო. 2016 და 2017 წელს მან ნაკრებთან ერთად „ამერიკის თასი“ მოიგო, ხოლო 2017 წლის „კონფედერაციის თასზე“ ვერცხლი.


ნახეთ როგორი გოლი გაიტანა ლაკაზეტიმ "ატლეტიკოს"...
რამოსი: ინიესტას "ანდრესინიო" რომ რქმეოდა, ოქროს...
"არსენალი"-"ატლეტიკოს" სკანდალური დასაწყისი -...
ზინედინ ზიდანმა "რეალის" მიერ მიუნხენის...
ბასილაშვილი ევროპული ტურნირის 1/4 ფინალში...
"რეალს" მოგება ძვირად დაუჯდა - სამეფო გუნდის...